სამუშაო საათები
ორშაბათი – პარასკები: 10:00 – 18:00
მისამართი
საქართველო, ქ. ფოთი, გურიის ქ., N 15
კონტაქტი
+995 593 555 552

მომავალი პარტნიორისთვის

მომავალი პარტნიორისთვის

დაარსების დღიდან კომპანია ზრუნავს ყოველდღიურად მოიზიდოს და გააფორმოს გრძელვადიანი თანამშრომლობა ბაზარზე არსეულ იმ კლიენტებთან ვისთანაც იკვეთება საერთო ღირებულებები, პიროვნული და საქმიანი თვალსაზრისით, ჩვენი მიზანი არახოლოდ საქმიანი კუთხით თანამშრომლობა,არამედ მეგობრული ურთიერთობის დამყარებაა არსებულ და მომავალ პრტნიორებთან.

მცირე შეხედულებას შეგიქმნით თანამშრომლობის დაწყების დროს ჩვენი მომსახურების შესახებ ახალ/პოტენციურ მომხმარებელთან.

  • დროულად ვცემთ პასუხს დამკვეთისგან მიღებულ შეკითხვას.
  • თქვენთან შეთანხმებით გთავაზობთ ტვირთის ტრანსპორტირების რამდენიმე სახეობას.
  • ვაფორმებთ ოფიციალურ,იურიდიული კუთხით საჭირო ყველა დოკუმენტაციას.
  • გაწვდით ტვირთის ადგილმდებარეობის სტატუსებს ელექტრონული ფოსტითა და სატელეფონო კომუნიკაციით.
  • ვადგენთ მოქნილ და ინდივიდუალურ გადახდის პირობებს.
  • მაღალი კონფიდენციალობა.

ჩვენთვის ნებისმიერი მომხმარებლის აზრი ან შენიშვნა მნიშვნელოვანია, სწორედ აღნიშნული პოლიტიკა იძლევა კომპანიის სწორად განვითარების საშუალებას, რომელიც მომავალში გვაძლევს შესძლებლობას თქვენთან არა მხოლოდ საქმიანი არამედ მეგობრული ურთიერთობა დავაფუძნოთ, რომელიც სანდოობაზე და პატიოსნებაზე იქნება დამყარებული.

 

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის.

თქვენი ტვირთი – ჩვენი გადაზიდვა.

რატომ SMARTLOGISTIC

იმიტომ, რომ ჩვენთვის თქვენი ტვირთია მნიშვნელოვანი!

დრო

ჩვენ ვაფასებთ ჩვენი კლიენტის დროს და გთავაზობთ საუკეთესო დაგეგმარებას თითოეული პროექტზე ინდივიდუალურად, თქვენთან შეთანხმებით მივდივართ იმ იდეალურ სერვისამდე, რომელიც ყველა მომხმარებლისთვის საოცნებოა, რაც გულისმობს ტვირთის დაუზიანებლად და დროულად ტრანსპორტირებას.

ხარჯების ეფექტურობა და მინიმალიზირება

ჩვენი გუნდის დახმარებით თქვენი ტვირთის ტრანსპორტირება არამხოლოდ უსაფრთხო, არამედ ეკონომიურიც იქნება ფინანსური თვალსაზრისით, რაც პირდაპირი მნიშვნელობით თქვენი ბიზნესისთვის არის მომგებიანი.

პარტნიორების საერთაშორისო ქსელი

ჩვენი ავტოპარკისა და ჩვენი პარტნიორების დახმარებით, თქვენ ყოველთვის მიიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან,ტვირთის მუდმივი ადგილმდებარეობის კონტროლითა და სტატუსების შეტყობინებით.

საიმედოობა

ჩვენი გუნდის ნიშა გამოცდილება და პროფესიონალიზმია.

პატიოსნება

ჩვენ არ ვქმით პრობლემებს, ჩვენ გთავაზობთ გადაწყვეტილებას, სწრაფად და ხარისხიანად, რომელიც დაფუძნებულია წესიერებაზე.

SMARTLOGISTIC logistics

SMARTLOGISTIC logistics საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ლოგისტიკურ მომსახურებას. იგი თავის კლიენტებსა და აგენტებს საერთაშორისო საექსპედიტორო და ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია დაარსდა 2017 წელს.

ჩვენი კომპანიის სტატუსი საშუალებას გვაძლევს ორგანიზება გავუკეთოთ ტრანსპორტირებას  მსოფლიოს ნებისმიერი პუნქტიდან ან მსოფლიოს ნებისმიერ პუნქტში  და ვაწარმოოთ ამასთან დაკავშირებული ყველა ლოგისტიკური მომსახურება.

„SMARTLOGISTIC logistics“ – ს გააჩნია შიდა საინფორმაციო სამსახური, დოკუმენტაციისა და ტვირთის ინფორმაციული გაცვლის სისტემა. მონაცემთა ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა ხელს უწყობს ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებთან კავშირების გამყარებას. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით “SMARTLOGISTIC logistics” – ს შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს თითოეულ კლიენტს და, შესაბამისად, გადაზიდვის საუკეთესო ვარიანტები და მომსახურება შესთავაზოს მას.

საპროექტო თუ საკონტეინერო ტვირთები, საჰაერო თუ კონსოლიდირებული (ნაკრები) გადაზიდვები, იმპორტი თუ ექსპორტი, ტვირთების დასაწყობება თუ დისტრიბუცია, კლიენტის კარამდე მიტანა თუ გემებისა და თვითმფრინავების  დაფრახტვა, ნებისმიერ გადაზიდვაში ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ვიყოთ პირველები და სწრაფად, უსაფრთხოდ დავაკმაყოფილოთ თქვენი ტრანსპორტირების მოთხოვნები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში

ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილი  ლოგისტიკური მეთოდები დაგეხმარებათ ძვირადღირებული, მალფუჭებადი  და სხვა სახის ტვირთების გადაზიდვაში.
ჩვენი მიზანია ვიყოთ  თქვენი გლობალური ლოგისტიკური პარტნიორები  და გაგიწიოთ ყველა შესაძლო დახმარება,  რათა დღევანდელ სწრაფად ზრდად ბაზარზე შეძლოთ თქვენი მიზნების წარმატებით განხორციელება.

ნებისმიერი გადაზიდვა ხორციელდება მაქსიმალური ყურადღებითა და მონიტორინგით, რადგან თქვენი ტვირთის გადაზიდვა იყოს უსაფრთხო.

signature

კომპანიის სიახლეები

დაგვეკონტაქტეთ

Share This