ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

SMARTLOGISTIC logistics საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ლოგისტიკურ მომსახურებას. იგი თავის კლიენტებსა და აგენტებს საერთაშორისო საექსპედიტორო და ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია დაარსდა 2017 წელს.

ჩვენი კომპანიის სტატუსი საშუალებას გვაძლევს ორგანიზება გავუკეთოთ ტრანსპორტირებას  მსოფლიოს ნებისმიერი პუნქტიდან ან მსოფლიოს ნებისმიერ პუნქტში  და ვაწარმოოთ ამასთან დაკავშირებული ყველა ლოგისტიკური მომსახურება.

SMARTLOGISTIC logistics – ს გააჩნია შიდა საინფორმაციო სამსახური, დოკუმენტაციისა და ტვირთის ინფორმაციული გაცვლის სისტემა. მონაცემთა ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა ხელს უწყობს ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებთან კავშირების გამყარებას. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით SMARTLOGISTIC logistics – ს შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს თითოეულ კლიენტს და, შესაბამისად, გადაზიდვის საუკეთესო ვარიანტები და მომსახურება შესთავაზოს მას.

საპროექტო თუ საკონტეინერო ტვირთები, საჰაერო თუ კონსოლიდირებული (ნაკრები) გადაზიდვები, იმპორტი თუ ექსპორტი, ტვირთების დასაწყობება თუ დისტრიბუცია, კლიენტის კარამდე მიტანა თუ გემებისა და თვითმფრინავების  დაფრახტვა, ნებისმიერ გადაზიდვაში ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ვიყოთ პირველები და სწრაფად, უსაფრთხოდ დავაკმაყოფილოთ თქვენი ტრანსპორტირების მოთხოვნები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში

ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილი  ლოგისტიკური მეთოდები დაგეხმარებათ ძვირადღირებული, მალფუჭებადი  და სხვა სახის ტვირთების გადაზიდვაში.
ჩვენი მიზანია ვიყოთ  თქვენი გლობალური ლოგისტიკური პარტნიორი  და გაგიწიოთ ყველა შესაძლო დახმარება,  რათა დღევანდელ სწრაფად ზრდად ბაზარზე შეძლოთ თქვენი მიზნების წარმატებით განხორციელება.

ნებისმიერი გადაზიდვა ხორციელდება მაქსიმალური ყურადღებითა და მონიტორინგით, რადგან თქვენი ტვირთის გადაზიდვა იყოს უსაფრთხო.

ვინ ვართ ჩვენ

SMARTLOGISTIC Logistics არის საქმეზე საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც აწარმოებს ტვირთების იმპორტსა და ექსპორტს მსოფლიოს ყველა მიმართულებით.

2012 წლიდან ჩვენი დახმარებით შესრულდა ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელობის პროექტები. ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი, გუნდის წევრები ყოველდღიურად შრომობენ, იუმჯობესებენ და იღრმავებენ ცოდნას სამომავლოდ უფრო დიდი პროექტების შესასრულებლად.

ჩვენ გთავაზობთ

  • სახმელეთო გადაზიდვები
  • საჰაერო გადაზიდვები
  • საზღვაო გადაზიდვები
  • სარკინიგზო გადაზიდვები
  • შერეული ტვირთების ტრანსპორტირება
  • ჩარტერული გადაზიდვები
  • საპროექტო ტვირთების ტრანსპორტირება, ყველა საჭირო პროცედურის გათვალისიწნებით
  • საბროკერო მომსახურება
  • ტვირთის დაზღვევა
  • სასაწყობე მომსახურება

 

SMARTLOGISTIC Logistics – გამოცდილებით მიღებული ხარისხი!

 

დაგვეკონტაქტეთ

Share This